Schnelleinstieg:

Direkt zum Inhalt springen (Alt 1) Direkt zur Hauptnavigation springen (Alt 2)
Logo Deutschlehrer*innentag 2021 im Südkaukasus© Goethe-Institut

რეფერენტები | გერმანული ენის მასწავლებლის დღე 2021

გაიცანით 2021 წლის გერმანული ენის მასწავლებლების დღის მომხსენებლები და რეფერენტები.

Ana Bakuradze Privat/Ana Bakuradze © Goethe-Institut ანა ბაკურაძე

bakuradze11@yahoo.de 

ანა ბაკურაძე მრავალი წელია ასწავლის გერმანულს როგორც უცხო ენას  თბილისის ივანე ჯავახისვილის სახელწიფო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

შემდეგ

აქტიურად არის ჩართული გერმანული ენის მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციებში, სადაც ორჯერ იყო სექციის ხელმძღვანელი. 2007 წლიდან არის გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაციის წევრი და ვიცეპრეზიდენტი. 2008 წლიდან არის ლიცენზირებული ÖSD -გამომცდელი. არის KAAD- გრემიუმის წევრი და თსუ-ს დოქტორანტი.


 

Martina Bartucz Privat /Bartucz© Goethe-Institut მარტინა ბარტუჩი

Martina.Bartucz@cornelsen.de 

მარტინა ბარტუჩი გრემანულის როგორც უცხო ენის მიმართულებით გამომცემლობა Cornelsen-ის კონსულტანტია.

შემდეგ

მან ბერლინსა და პრაღაში მიიღო საუნივერსიტეტო განათლება სლავისტიკის, კულტუროლოგიისა და გერმანისტიკის მიმათულებით. მრავალი წელი მუშაობდა გერმანული ენის მასწავლებლად გერმანიაში და საზღვარგარეთ.  ასწავლიდა ზრდასრულთა კურსებზე, ინტეგრაციის კურსებზე და ვიადრინის ევროპის უნივერსიტეტში (ოდერის ფრანკურტი, გერმანია) სტუდენტებს ასწავლიდა გერმანულ ენას. ასევე მუშაობდა ტრენერად უცხო ენების სწავლების ტრანსსასაზღვრო ცენტრში ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ევროპისა და პოზნანის უნივერსიტეტებში.
2008 წლიდან გამომცემლობა Cornelsen-ის კონსულტანტია გერმანულის როგორც უცხო ენის მიმართულებით.


 

​Mtvarisa Buskivadze privat/ Buskivadze © Goethe-Institut მთვარისა ბუსკივაძე

m.buskivadze@europeanschool.ge 

15 წელია ასწავლის გერმანულს როგორც უცხო ენას. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანისტიკის ფაკულტეტი.

 
შემდეგ

სხვადასხვა დროს იყო გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის, ავსტრიის ენისა და კულტურის სამინისტროსა და გოეთეს ინსტიტუტის სტიპენდიანტი.
მისთვის მნიშვნელოვანია  ენის სწავლების მეთოდიკასა და დიდაქტიკაში არსებული სიახლეების გაცნობა. შესაბამისად, აქტიურ მონაწილეობას იღებს საკვალიფიკაციო ტრენინგებსა და სემინარებში; გერმანული ენის სწავლა-სწავლების პროცესში მისთვის უმმნიშვნელოვანია ქმედებასა და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება და ციფრული საგანმანათლებლო რესურსების მიზნობრივი გამოყენება გაკვეთილზე.
 
 

შტეფანი ი. ფიშერი Fischer privat/ Fischer © Goethe-Institut

fischerbox@gmail.com

შტეფანი ი. ფიშერი უკვე მრავალი წელია გოეთეს ინსტიტუტის დოცენტი და ტრენერია როგორც გერმანიაში ისე საზღვარგარეთ.

 
შემდეგ

გარდა ამისა მას აქვს დიდი ხნის გამოცდილება ენების ვროპული სარეკომენდაციო ჩარჩოზე (GER) დაფუძნებული გამოცდების ჩატარებაში ყველა დონეზე.
მუშაობს როგორც ონლაინ ტუტორი და ონლაინ ავტორი. მისი საქმიანობის ძირითადი თემებია შერეულ სწავლება, მედიაწიგნიერება,  ციფრული მედიების მეთოდოკა-დიდაქტიკა  ენის სწავლებაში და ინტერკულტურულ კომუნიკაცია.

Karolin Gerritzen privat/ Gerritzen © Goethe-Institut კაროლინ გერიცენი


Verlag an der Ruhr-ის მთავარი რედაქტორი
 
შემდეგ

  • სწავლობდა დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ესენის უნივერსიტეტში გერმანული ენის, მათემატიკის, სოციალურ მეცნიერებათა და საგანმანათლებლო მეცნიერებების განხრით; 1-ლი სახელმწიფო გამოცდა
  • 2 წლიანი იურიდიული სტაჟირება დაწყებით სკოლაში ესენში; მე -2 სახელმწიფო გამოცდა
  • შემცვლელი მასწავლებელი სხვადასხვა დაწყებით სკოლაში
  • გერმანული ენის მასწავლებელი ფოლკსჰოხშულეში მიულჰაიმში
  • 1998 წლიდან მუშაობს Verlag an der Ruhr-ში, სადაც 2000 წლიდან დაწყებითი სკოლების რედაქციის მთავარი რედაქტორია

Mara-Lisa Gezer © privat მარა-ლიზა გეზერი  

daad-lektorin@posteo.de

მარა-ლიზა გეზერი 2018 წლიდან ბაქოს ენათა უნივერისტეტის DAAD -ლექტორია.
 
შემდეგ

უმთავრესად იგი ასწავლის პედაგოგებს პრაქტიკულ გერმანულს, მხარეთმცოდნეობას, აგრეთვე სამეცნიერო მუშაობას და წერას. 
აზერბაიჯანის გერმანული ენის პედაგოგთა ასოციაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში გასული სამი წლის მანძილზე  მას ჩატარებული აქვს უამრავი კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღონისძიება მეთოდიკის და დიდაქტიკის, მხარეთმცოდნეობისა და გერმანულის როგორც უცხო ენის გაკვეთილზე თამაშის მიმართულებით.

Dr. Marion Grein privat/ marion Grein© Goethe-Institut დოქტ. მარიონ გრაინი

grein@uni-mainz.de


მარიონ გრაინი მაინცის უნინვერსიტეტში გერმანულის როგორც უცხო ენისა და როგორც მეორე ენის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელია.

შემდეგ

მისი საქმიანობა მოიცავს ენის ათვისების (ნეიროდიდაქტიკის), ინტერკულტურული კომუნიკაციისა და ციფრული სწავლების კვლევებს. ამჯერად ის მუშაობს ციფურული სწავლებაში EduApp-ების კვლევებზე. აქტიურად არის ჩართული არაერთი საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობაში. მათ, შორის არის გოეთეს ინსტიტუტის მრჩეველთა საბჭოს 1-ლი თავმჯდომარე ენის მიმართულებით.
https://marionneurodidaktik.wordpress.com/2021/03/25/kurzlebenslauf/

Megi Gvasalia © privat მეგი გვასალია 

Megi.Gvasalia@goethe.de

მეგი გვასალია გახლავთ ბავშვთა, მოზარდთა და ზრდასრულთა პედაგოგი   საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში.
 
შემდეგ

გარდა ამისა, იგი, როგორც ცოდნის გამავრცელებელი, უძღვება დასწრებულ და ონლაინ სემინარებს. მისი ძირითადი მიმართულებებია ელექტრონული სწავლება და ონლაინ და დასწრებულ გაკვეთილებზე პროგრამული საშუალებებისა და აპლიკაციების მოხმარება.


 

Ia Gvianidze © Goethe-Institut ია გვიანიძე

www.dvg.germanuli.info    
ia.gvianidze@iliauni.edu.ge 

ია გვიანიძე არის გერმანულის როგორც უცხო ენის მასწავლებელი ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების ცენტრში. 

შემდეგ

მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია სწავლებისას ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც ქმნის ემოციურ სივრცეს და ზრდის ემოციური ეფექტებით მოსწავლეების მოტივაციას. 2011 წლიდან არის გერმანულის ენის მასწავლებელთა ასოციაციის წევრი, სადაც პასუხისმგებელია მისი ვებგვერდის მუშაობაზე

Hanisch privat/ Hanisch © Goethe-Institut სებასტიან ჰანიში

sebastian.hanisch@wir-muttersprachler.de

სებასტიან ჰანიში გერმანულის როგორც უცხო ენის მასწავლებელია. ის ასოციაციის "Wir Muttersprachler" თავმჯდომარის მოადგილეა.


 

Antje Hübner privat/Antje Hübner © Goethe-Institut ანტიე ჰიუბნერი

antje.huebner@jugend-will.de


ანტიე ჰიუბნერი 15 წელია მუშაობს გოეთეს ინსტიტუტისთვის მთელს მსოფლიოში.

შემდეგ

ის ახალგაზრდული საგანმანათლებლო პროექტების ექსპერტია და იმუშავებს მეთოდებსა და მასალებს აქტუალური თემებისათვის, როგორიცაა განათლება მდგრადი განვითარებისთვის, ქვეყანათმცოდნეობა, მუსიკა და კრეატიული წერა.
ის პრაქტიკიდან მოდის და მისი საქმიანობაც პრაქტიკის გამუმჯობესებას ემსახურება.

Tamar Kachakhidze © privat თაკო კაჭახიძე

Tamar.Kachakhidze@goethe.de

თაკო კაჭახიძე გახლავთ ბავშვთა, მოზარდთა და ზრდასრულთა პედაგოგი საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში.
 
შემდეგ

გარდა ამისა, იგი, როგორც ცოდნის გამავრცელებელი, უძღვება დასწრებულ და ონლაინ სემინარებს. იგი ასევე ასწავლის თბილისის საერთაშორისო გერმანულ სკოლაში ეთიკას და კლასგარეშე გერმანულს.


 

Ralf Klötzke Privat / Ralf Klötzke © Goethe-Institut რალფ კლოეცკე

deutsch.lernen@yahoo.de


რალფ კლოეცკე გერმანული ენის მასწავლებელი და ტრენერია.

შემდეგ

ის მუშაობდა მასწავლებლად ბელარუსსა და უნგრეთში, მოგვიანებით კი ხორვატიის გოეთეს ინსტიტუტში გაკვეთილის ექსპერტის პოზიციაზე. ამჯერად თვითდასაქმებული ენის პედაგოგია როტერდამში და ატარებს ტრენინგებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მეთოდიკა-დიდაქტიკისა და ციფრული სწავლების მიმართულებით. არის საზოგადოება „Zentrale für Unterrichtsmedien im Internet e. V.“ (ZUM.de) გამგეობის წევრი და წერს ბლოგს „landeskunde“.

Knirsch Privat /Knirsch © Goethe-Institut ვა ქნირში

www.wir-muttersprachler.de

ევა ქნირში ასოციაციის "Wir Muttersprachler" გამგეობის წევრია.
 

ნინო კურცხალია © ​ნინო კურცხალია ნინო კურცხალია


ნინო კურცხალია მოღვაწეობს თბილისის გოეთეს ინსტიტუტში ცოდნის გამავრცელებლად, უძღვება დასწრებულ და ონლაინ სემინარებს გერმანული ენის პედაგოგებისათვის და არის სერთიფიცირებული გამომცდელი გერმანული ენის DSD I და  DSD II - ის გამოცდებზე. 
 
შემდეგ

გარდა ამისა იგი ასწავლის გერმანულ ენას თბილისის 52-ე საჯარო სკოლაში. 

Ia Pirtskhelava © Goethe-Institut შორენა კვანჭიანი

Shorena.Kvantchiani@goethe.de

​20 წელზე მეტია ასწავლის გერმანულ ენას გოეთეს ინსტიტუტში

შემდეგ

გარდა ამისა არის მენტორი მასწავლებელი გოეთეს ინსტიტუტის მასწავლებლების მომზადების პროგრამაში „მწვანე დიპლომი“, ქმნის მასალებს შექმნა ჰიბრიდული კურსებისთვის, არის ტრენერი და DLL-კურსების ტუტორი. ის საქმიანობს როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. 2019 წლიდან  მიუნხენის გოეთეს ინსტიტუტის DLL-კურსების ტუტორია.



 

მიჩ მილერი Mitch Miller © Zeilenschmiede

mitch@diezeilenschmiede.com


მიჩ მილერი Zeilenschmiedე-ს დამფუძნებელია. მას ვორქშოპების მონაწილეები მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ დაჰყავს.

შემდეგ

მანამდე DW-ს რედაქტორი და გერმანული ენის ონლაინ კონტენტის მმართველი რედაქტორი იყო. მოგვიანებით ის როგორც პროექტის ხელმძღვანელი, პასუხისმგებელი გახდა ახალი მედიების სფეროში სხვადასხვა მულტიმედიური პროგრამებზე. სანამ ის 2002 წელს Deutschen Welle-ში დაიწყებდა მუშაობას, მუშაობდა რედაქტორად RTL Interactive-ში.

 

André Moeller @ Deutsche Welle ანდრე მოელერი

ანდრე მოელერი 2009 წლიდან DW-ს საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელია.
 
შემდეგ

მანამდე DW-ს რედაქტორი და გერმანული ენის ონლაინ კონტენტის მმართველი რედაქტორი იყო. მოგვიანებით ის როგორც პროექტის ხელმძღვანელი, პასუხისმგებელი გახდა ახალი მედიების სფეროში სხვადასხვა მულტიმედიური პროგრამებზე. სანამ ის 2002 წელს Deutschen Welle-ში დაიწყებდა მუშაობას, მუშაობდა რედაქტორად RTL Interactive-ში.

Ia Pirtskhelava privat / Ia Pirtskhelava © Goethe-Institut ია ფირცხელავა

pirtskhelavaia@gmail.com 

ია ფირცხელავა გერმანული ენის პედაგოგოია და მუშაობს ზუგდიდის №3 საჯარო სკოლაში სწავლების სამივე საფეხურზე.
 
შემდეგ

მრავალფეროვანი და მოსწავლეებზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვა მისი მუშაობის მთავარი მიზანია. 2021 წლის იანვრიდან მულტიპლიკატორია და სიამოვნებით თანამშრომლობს გოეთეს ინსტიტუტთან საქართველოში.

 

Pati Ramishvili privat / Pati Ramishvili © Goethe-Institut ფატი რამიშვილი

Pati.Ramishvili@goethe.de
 

ფატი რამიშვილი ასწავლის გერმანულ ენას ზრდასრულებს, მოზარდებსა და ბავშვებს საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში.

შემდეგ

ის ქმნის სასწავლო მასალებს შერეული კურსებისათვის და უწევს მენტორობას ახალბედა პედაგოგებს „მწვანე დიპლომის“ ფარგლებში. ის, ასევე, უძღვება დასწრებულ და ონლაინ-ტრენინგებს გერმანული ენის პედაგოგებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.


 

Eva Schmucker © Goethe-Institut დოქტ. ევა შმუქერი

eva.schmucker@uni-jena.de


დოქტ. ევა შმუქერი ფრიდრიხ შილერის იენის უნივერსიტეტში საქმიანობს.

შემდეგ

არის სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელი მოწვეული უცხოელი სტუდენტებისათვის გერმანულის როგორც უცხო ენისა და ინერკულტურული სწავლების ინსტიტუტში.

Bella Shalamberidze © Goethe-Institut ბელა შალამბერიძე

bella_shalamberidze@yahoo.de


ბელა შალამბერიძე არის გერმანულის როგორც უცხო ენის ლექტორი და დოქტორანტი თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
 

შემდეგ

არის გერმანულის ენის მასწავლებელთა ასოციაციის საბჭოს წევრი. ამავე დროს არის ტურ-სააგენტო "რეალითის" საგანმანათლებლო და დასაქმების პროგრამების კოორდინატორი.



 

Nestan Shanava privat / Nestan Shanava © Goethe-Institut ნესტან შანავა

nesi07@yahoo.com


საქართველოში დაამთავრა  ფილოლოგიის ფაკულტეტი გერმანული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით და სწავლა განაგრძო ტუბინგენის უნივერსიტეტში.

შემდეგ

ამჟამად დასაქმებულია სკოლაში გერმანული ენის წამყვანი მასწავლებლის სტატუსით. აქვს გერმანულის როგორც უცხო ენის სწავლების 15 წლიანი გამოცდილება. გარდა ამისა 2010 წლიდან მუშაობს გიმნაზიაში დირექტორის მოადგილედ. ის გოეთეს ინსტიტუტის მულტიპლიკატორია.


Dr. Ekaterine Shaverdashvili privat / Shaverdashvili © Goethe-Institut დოქტ. ეკატერინე შავერდაშვილი

https://ierc.iliauni.edu.ge/
ekaterine_shaverdashvili@iliauni.edu.ge
 

დოქტ. ეკატერინე შავერდაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია.

შემდეგ

ხელმძღვანელობს ინოვაციური განათლების კვლევით ცენტრს; ხელმძღვანელობს, ასევე, გერმანული ენის მასწავლებლის მომზადების პროგრამას ამავე უნივერსიტეტში; მუშაობდა საქართველოს გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაციის თავმჯდომარედ 2007-2015 წლებში.
სამუშაო სფეროებია: უცხო და მეორე ენის დიდაქტიკა; ენების პოლიტიკა და ენების სწავლება; ღირებულებითი განათლება

Swanda Provat/ Swanda © Goethe-Institut ჯენიფერ მ. სვანდა

J.Swanda@klett-sprachen.de

ჯენიფერ მ. სვანდა 2016 წლიდან ერნსტ კლეტის გამომცემლობის რეფერენტია.

შემდეგ

ის გამომცემლობაში ჩრდილოეთ აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის რეგიონებისთვის მუშაობს. 2009-2016 წლებში მუშაობდა ბენგალურუს გოეთეს ინსტიტუტში და პარალელურად ხელმძღვანელობდა გერმანიაში ახალგაზრდულ კურსებს. ინდოეთეში მისი საქმიანობა მოიცავდა მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას. თვითდასაქმებულია ინგლისურ-გერმანული ენების სპეციალისტად და თარჯიმნად (მერსედეს ბენცი, ბენგალურუ).

Natia Tevzadze Privat/ Natia Tevzadze © Goethe-Institut ნათია თევზაძე

Natia.Tevzadze@goethe.de

ჰაიდელბერგის რუპრეხტ-კარლის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ნათია თევზაძემ საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა.

შემდეგ

ნათია ასწავლის გერმანულს ზრდასრულებს, მოზარდებსა და ბავშვებს​.  ის ასევე უძღვება ტრენინგებს გერმანული ენის პედაგოგებისთვის და არის ტრენერი და DLL-კურსების ტუტორი.
 


 

​Bernadett Veress © privat ბერნადეტ ვერეში

ბერნადეტ ვერეშს ბავშვებთან, მოზარდებთან და ზრდასრულებთან პრაქტიკული მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ის გახლავთ გერმანულის როგორც უცხო ენის პედაგოგი და გერმანისტი.

შემდეგ

20 წელზე მეტია გოეთეს ინსტიტუტისა და სხვა სასწავლო დაწესებულებებისთვის იგი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მუშაობს პედაგოგთა ინსტრუქტორად და უძღვება ნებისმიერი საფეხურის პედაგოგთათვის განკუთვნილ სემინარებს და (‘ცოცხალ ონლაინ’) ვორკშოპებს მეთოდიკასა და დიდაქტიკაში (თემებზე: გერმანული როგორც უცხო ენა (DaF), დისციპლინათშორისი გერმანული როგორც უცხო ენა (FüDaf ) და (პროგრამული)CLIL).
გარდა ამისა, მას ხშირად მიჰყავს ინერაქტიური (ონლაინ) საღამოები მოსწავლეებისთვის,  გეგმავს პროექტებს და საზაფხულო ბანაკებს მოსწავლეებისთვის და მათთან ერთად. იგი აქტიურადაა ჩართული პედაგოგთა საბჭოების და ხელმძღვანელ მუშაკთა ‘ქოუჩინგში’. როგორც უცხო ენის ადრეულ ასაკში  სწავლის ექსპერტი, იგი სასწავლო მასალის შედგენაზეც მუშაობს  და გახლავთ გოეთეს ინსტიტუტის სხვადასხვა სასწავლო მასალის თანაავტორი.