Schnelleinstieg:

Direkt zum Inhalt springen (Alt 1) Direkt zur Hauptnavigation springen (Alt 2)

გერმანული ენის მასწავლებლის დღე საქართველოში 2024

გერმანული ენის მასწავლებლების დღე საქართველოში
თავდაპირველად გვსურს ფიქრების ექსპერიმენტზე მიგიწვიოთ: მოდით, გაიხსენეთ პირველი დღე, როდესაც მრავალთვიანი ონლაინ-მეცადინეობების შემდეგ ბოლოსდაბოლოს დაუბრუნდით საკლასო ოთახებსა თუ აუდიტორიებს, ადგილს, სადაც თაობებმა თქვენი შემწეობით გერმანული ენა შეისწავლეს. ყველაფერი ძველებურადაა...

ან იქნებ არა? უეცრად გახსენდებათ, რომ საკლასო ოთახის გასაღები გჭირდებათ, ან საკუთარ თავს ეკითხებით, გაქვთ კი საკლასო ოთახში სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა, რომ მომზადებული ვიდეო უჩვენოთ, ან იქნებ მხოლოდ ახლაღა აცნობიერებთ, რომ  კვლავ შეგიძლიათ მოსწავლეები ჯგუფებად ამუშაოთ. თუ ამ ფიქრებში თქვენი თავი ამოიცანით, დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი კოლეგებიც ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩდნენ.

კორონას პანდემიით განპირობებულმა გადართვამ ციფრულ სწავლებაზე, სწავლების ახლ-ახალი ინოვაციური მეთოდები წარმოშვა და ციფრული კომპეტენციების მნიშვნელობა წარმოაჩინა. ამასთანავე, ისიც ნათელი გახადა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური სიახლოვე სასწავლო პროცესში, განსაკუთრებით მოზარდებისთვის, ვინც არა მარტო საგანს, მაგ.: გერმანულს, არამედ სოციალურ უნარებსაც ეუფლება. ამგვარი გამოცდილების გათვალისწინებით, გერმანულის ისეთი გაკვეთილისადმი მიბრუნება, როგორიც ის პანდემიის დაწყებამდე იყო, თითქოს უკვე ძნელად წარმოსადგენია. სამაგიეროდ ამ ორი სასწავლო სიტუაციის - ციფრულის და დასწრებული სწავლების დადებითი მხარეების შეწყობა უფრო ნაყოფიერი ჩანს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, გერმანული ენის მასწავლებლის დღე საქართველოში 2024 თემების ფართო არჩევანს გვთავაზობს: დაწყებული აქტუალური თემებით, როგორიცაა მაგ.: ციფრული მედიების და ე.წ. ხელოვნური ინტელექტის გამოყენება გერმანულის როგორც უცხო ენის გაკვეთილზე, შემოქმედებითი მეცადინეობით გაგრძელებული და გერმანულის როგორც უცხო ენის გაკვეთილის „კლასიკური“ საფუძვლებით დამთავრებული, რომელიც მოიცავს  ისეთი თემების, როგორიცაა დიფერენცირებული სწავლება ან გრამატიკასთან გამკლავება.

ასე და ამგვარად,  17 ნოემბერს გელით გერმანული ენის მასწავლებლის დღეზე საქართველოში!


ინფორმაცია და სიახლეები

პროგრამა

აღმოაჩინეთ 2024 წლის გერმანული ენის მასწავლებლის დღის მრავალფეროვანი პროგრამა ახალი იმპულსებით და აქტუალური თემებით გერმანულის როგორც უცხო ენის სამყაროდან.

მომხსენებლები

გაგაცნობთ 2024 წლის გერმანული ენის მასწავლებლის დღის მომხსენებლებს - გამოცდილება და ინფორმაცია.

საქართველოს გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაცია

აქტუალური ინფორმაცია საქართველოს გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაციის წევრთა საერთო კრებასა და მმართველობის არჩევაზე.


პარტნიორები

კონტაქტი

გაქვთ შეკითხვები?
დაგვიკავშირდით:

dlt-georgien@goethe.de