კულტურის და განათლების პროექტები ასერბაიჯანში

16 წელზე მეტია, რაც გოეთეს ინსტიტუტი ხელს უწყობს კულტურათაშორის ურთიერთობებსა და გერმანულის ენის სწავლებას აზერბაიჯანში. ენის სწავლების ცენტრთან და გერმანულ სამკითხველო დარბაზთან მჭიდრო თანამშრომლობითა და გერმანულ-აზერბაიჯანული კულტურული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, გოეთეს ინსტიტუტი მხარს უჭერს კულტურის ასოციაცია „კაპელჰაუსსა" და გოეთეს ცენტრს ბაქოში.

Eine Projektion als Teil der Ausstellung "Mobille" in Aserbaischan © Goethe-Zentrum Aserbaidschan

აზერბაიჯანში კულტურათაშორისი ურთიერთობებისა და ენის სწავლების სფეროში გოეთეს ინსტიტუტი მართლაც უმნიშვნელოვანესი აქტორია. ამ პროცესში ის მჭიდროდ თანამშრომლობს ენების სწავლების ცენტრთან (SLZ) და გერმანულ სამკითხველო დარბაზთან აზერბაიჯანის უცხო ენების უნივერსიტეტში. 1990 წლიდან ის მხარს უჭერს გერმანულ-აზერბაიჯანულ კულტურის ასოციაციას „კაპელჰაუსი“  (მსოფლიო კულტურული საზოგადოების კავშირის ფარგლებში). 2017 წელს დაარსდა გოეთეს ცენტრი, რომელიც გერმანიასა და აზერბაიჯანს შორის კულტურათაშორისი თანამშრომლობისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

კულტურის პროექტები

Mobille

კლიმატის კონფერენციის დროს, ბაქოს ქუჩებში მოძრაობდა ხელოვანისა და კლიმატის აქტივისტის, გუსტავ მეცგერის (1926-2017) „მობილი“. ავტომობილის სახურავზე დამონტაჟებული გამონაბოლქვის კუბი თანადროულად კლიმატის კონფერენციების ეფექტურობის ერთგვარი Memento Mori-ა.

 

Come Moon East Garten

კულტურის ასოციაცია „კაპელჰაუსსა“ და მაცხოვრის ეკლესიას შორის მდებარე ბაღი 2024 წლის დასაწყისიდან ბაქოს გოეთეს ცენტრმა სახელოვნებო და დისკურსულ სივრცედ აქცია. ამ დროიდან არსებული კონცეპტუალური ბაღი სახელწოდებით COME_MOON_EAST იქცა შეხვედრების ადგილად პერფორმანსებისთვის, კინოჩვენებებისთვის, წიგნების პრეზენტაციებისა და ყოველგვარი სახის კომუნიკაციისთვის.

გერმანიის ციფრულად შეცნობა

ჩვენს ციფრული ბიბლიოთეკა ONLEIHE-ზე თქვენს განკარგულებაშია ათი ათასობით გერმანულენოვანი მედიაი - უფასოდ და 24 საათის განმავლობაში.

ციფრული ბიბლიოთეკა

Onleihe გოეთეს ინსტიტუტის უფასო ციფრული ბიბლიოთეკაა. ამჟამად ის მოიცავს 23,000 გერმანულენოვან ელექტრონულ წიგნს, ასევე აუდიოწიგნებს, მასალებს გერმანული ენის შემსწავლელებისთვის, ჟურნალებსა და სხვა რესურსებს.

Titelbild - Onleihe: Die digitale Bibliothek Illustration: Maria Tran Larsen © Goethe-Institut Illustration: Maria Tran Larsen © Goethe-Institut

გერმანული ენის შემსწავლელი ცენტრი

ნებისმიერ ადგილზე, იქნება ეს აზერბაიჯანში, გერმანიაში თუ ონლაინ - ჩვენ ვართ თქვენი სანდო პარტნიორი წარმატებული გერმანული ენის სწავლაში კვალიფიციური მასწავლებლების დახმარებით.

გერმანული ენის გამოცდები

ჩვენ გთავაზობთ გერმანული ენის გამოცდებს A1 დან C2 დონის ჩათვლით. გოეთეს სერტიფიკატები საერთაშორისო დონეზე აღიარებული ენის დამადასტურებელი დოკუმენტებია პროფესიული ან სასწავლო მიზნებისთვის.

PASCH

ინიციატივა „სკოლები: მომავლის პარტნიორები“ (PASCH) წარმოადგენს მსოფლიოს მასშტაბით 2,000-ზე მეტ PASCH სკოლას, რომლებიც განსაკუთრებული კავშირით არიან გერმანიასთან.

პარტნიორები

Kappelhaus

ბაქოში გერმანულ-არქიტექტურული მემკვიდრეობა დღემდე ასახავს კულტურულ თანამშრომლობას. 1878 წელს აშენებული „კაპელჰაუსი“ არის ცოცხალი შეხვედრების ადგილი გერმანულ და აზერბაიჯანულ პარტნიორებისთვის.

გერმანული ბიბლიოთეკა

ბაქოს ენების უნივერსიტეტში გოეთეს ინსტიტუტი გერმანული კითხვების დარბაზში გთავაზობთ გერმანიასთან დაკავშირებული სხვადასხვა ბეჭდვით, აუდიო და ვიდეო მედიის ფართო არჩევანს. გაითვალისწინეთ ჩვენი შემოთავაზებები, ეწვიეთ და დაინტერესდით!

კონტაქტი

გამოგვყევით