გოეთეს ინსტიტუტის ინფორმატორის სისტემა

ნებისმიერმა კანონდარღვევა შეიძლება იყოს დამაზიანებელი – როგორც დაზარალებული პირებისთვის, ასევე გოეთეს ინსტიტუტის თანამშრომლებისა თუ თავად ორგანიზაციისთვის. გოეთეს ინსტიტუტის ინფორმატორის სისტემა წარმოადგენს მნიშვნელოვან გამაფრთხილებელ მექანიზმს, რომლის მიზანი სამართლებრივი და რეგულაციების დარღვევების დროული გამოვლენა და შესაბამისი საპასუხო ზომების მიღება.

ინფორმაციის მიწოდება

ვისურვებდით, დროულად შეგვატყობინოთ ისეთი სამართლებრივი და რეგულაცური დარღვევების შესახებ, რომლებიც გოეთეს ინსტიტუტის საქმიანობასთანაა დაკავშირებული. ამისთვის არსებობს ინფორმატორის სისტემა. ამ სისტემის საშუალებით შესაძლებელია შემდეგი დარღვევების შესახებ შეტყობინება:

  • კორუფცია და ფულის გათეთრება
  • ქურდობა
  • ინტერესთა კონფლიქტი
  • შევიწროება/დისკრიმინაცია
  • ადამიანის უფლებების დარღვევა
ნებისმიერი მიღებული ინფორმაცია განიხილება სერიოზულად და გამოიკვლევა ობიექტური, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი პროცესის საშუალებით. სწორედ ამ მიზნით შემუშავდა სტანდარტიზებული განხილვის პროცესი. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ "Rules of Procedure for the Whistleblowing System".
გოეთეს ინსტიტუტი უზრუნველყოფს, რომ ინფორმაციის მიმწოდებელი პირი არ დაზარალდეს, იმ შემთხვევაში, თუკი მისი შეტყობინება სამართლიანია.

შეტყობინების გზები

გოეთეს ინსტიტუტის ინფორმატორის სისტემა უზრუნველყოფს ინფორმაციის შემდეგი სახის შეტყობინების გზებს:
  • ონლაინ პორტალი – ხელმისაწვდომია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან 24/7 რეჟიმში, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. ასევე, შესაძლებელია ანონიმური შეტყობინებების გაგზავნა. ონლაინ პორტალის ბმული: Goethe Institut e.V. | Startseite (integrityline.app)
  • ელექტრონული ფოსტა – შეტყობინებების გაგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hinweisgeber@goethe.de 
  • ფოსტით გაგზავნა – წერილის გაგზავნა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე:
Goethe-Institut e.V.
Department 70/Risk and Integrity Management
Oskar-von-Miller-Ring 18
80333 Munich

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გოეთეს ინსტიტუტის კურსებისა და გამოცდების ხარისხთან დაკავშირებული საჩივრები ინფორმატორის სისტემის ფარგლებში არ განიხილება. თუ გაქვთ პრეტენზია კურსის ან გამოცდის შესახებ, გთხოვთ, დაუკავშირდეთ შესაბამისი განყოფილების ხელმძღვანელს იმ ინსტიტუტში, სადაც სწავლობთ ან გამოცდა ჩააბარეთ.

შეტყობინების სისტემაში მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.