შემოქმედებითი კავშირები
ცოდნის გაზიარებისა და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობა
დროებითი მობილობისა და პროფესიული კავშირების წახალისებით, შემოქმედებითმა კავშირებმა ქვეყნის რეგიონების შემოქმედებითი პოტენციალის ახლებურად გააზრებასა და ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად თანაშექმნით მის წარმოჩენას შეუწყო ხელი. შემოქმედებითი კავშირების მხარდაჭერით, დამოუკიდებელმა ხელოვანებმა, კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების პროფესიონალებმა, საზოგადოებრივმა ლიდერებმა და სამოქალაქო ორგანიზაციებმა საქართველოს რეგიონებში მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს უპასუხეს და ახალი შესაძლებლობები შექმნეს. ამრიგად, კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების მდგრადობას შეეწყო ხელი. პროექტის მონაწილეებმა ადგილობრივ ხელოვანებთან ურთიერთობით ახალი ცოდნა შეიძინეს, რაც შემდგომში საკუთარ შემოქმედებით პროექტებსა და საქმიანობაში ასახეს.შემოქმედებითმა კავშირებმა ამ გზით ქართულ შემოქმედებით ლანდშაფტში ახალი დინამიური ქსელის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.
მობილობის ამ კომპონენტმა ხელი შეუწყო ცოდნის გაცვლას, ახალი პროფესიული ქსელების ფორმირებასა და ადგილობრივი თემებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.
პროექტმა დააფინანსა შედეგზე ორიენტირებული ინიციატივები, ხელი შეუწყო კუთვნილების გაჩენას ადგილობრივ მონაწილეებში, გააძლიერა მათი უნარები განმავითარებელ სემინარებსა და ერთობლივ ღონისძიებებში ადგილობრივების ექსპერტიზისა და ადგილზე დაგროვილი ცოდნის ინტეგრირებით.
ამ გზით შემოქმედებითმა კავშირებმა ხელი შეუწყო ადგილობრივებსა და ქვეყნის სხვადასხვა წერტილში გადაადგილებულ შემოქმედ პირებს შორის ურთიერთნდობისა და ახალი კავშირების ჩამოყალიბებას.

პროექტმა „ორნამენტების ფერად აღმართზე” ორი ახალგაზრდა ხელოვანი, ანი მელიქიძე და ნათია ქარხილაური თუშ ხელსაქმის ოსტატებთან დააკავშირა. ადგილობრივი ხელოვანები, მქსოველები და მეწარმეები სხვადასხვა სოფლიდან ცოდნის გაცვლისა და მასტერკლასების საშუალებით გაეცნენ მობილური ფოტოგრაფიის, განათებისა და კომპოზიციის ტექნიკებს, მიიღეს პრაქტიკული რჩევები ისეთი უნიკალური ნაწარმის ფოტოგადაღებისთვის, როგორიცაა ტრადიციული თუშური ხალიჩები, კერამიკისა და თექის ნამუშევრები. | ანი მელიქიძე

ტუნგის ხის ზეთის კვლევის ექსპედიცია ბაქარ მიგრიაულისა და ნიკა ქევხიშვილის ინდივიდუალური მობილობით - თბილისიდან გურიაში, ჩოხატაურში ტუნგის ხის ნაყოფის წარმოების პოტენციალის შესასწავლად განხორციელდა. პროექტის მთავარი მიზანი ტუნგის ზეთის წარმოების დამოუკიდებლად კვლევა, ამ სფეროში გამოცდილი ადგილობრივი მოსახლეობის ცოდნის თავმოყრა, ტუნგის ზეთის წარმოების ადგილობრივი პოტენციალის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ტუნგის ნაყოფის საშრობის ინფრასტრუქტურის მოწყობა წარმოადგენდა. | ბაქარ მიგრიაული

გიორგი არზიანისა და ნინო ჩეჩელაშვილის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ნულოვანი ნარჩენების სკულპტურის ვორქშოფისა და გამოფენის ორგანიზებით, ფოთის ადგილობრივი საზოგადოების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებასა და მდგრადი პრაქტიკის შთაგონებას შეეწყო ხელი - ქალაქში, რომელიც დგას მნიშვნელოვანი ისეთი გარემოსდაცვითი გამოწვევების წინაშე, როგორიცაა ჰაერისა და მყარი ნარჩენებით გარემოს დაბინძურება თანაშექმნის ვორქშოფებში, ვიდეო-აუდიო ინსტალაციის დამზადებაში, დისკუსიებსა და ნულოვანი ნარჩენების 15 სკულპტურის გამოფენა-კონკურსში ჩართულ 50-ზე მეტ მონაწილეში, ძირითადად, ადგილობრივი ახალგაზრდობა ჭარბობდა. | გიორგი არზიანი

ილია მახარაძისა და თინათინ წურკავას მობილობის პროექტმა გორში ადგილობრივი თემი შემოქმედებითი ვორქშოფებით გააერთიანა. „გორის ხელოვნების სახლთან“ პარტნიორობით, პროექტმა მიიზიდა და სემინარებში ჩართო ხელოვანები განურჩევლად ასაკისა, 17-დან 60 წლამდე, რაც ძლიერი პროფესიული ქსელის ჩამოყალიბების წინაპირობაა. | ილია მახარაძე

ფოთის სახელოვნებო რეზიდენციის გუნდმა ინგა კიბირიასა და მანანა მიქაშავიძის შემადგენლობით მობილობის პროექტი „არტიზანული ხელოვნება მომავლისთვის“ წეროვანში განახორციელა ადგილობრივ ხელსაქმის ოსტატებთან და ხელოვანებთან ერთად, რომელთა უმრავლესობაც 2008 წლის ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირია. გუნდმა ორგანიზაცია „სინერგიის“ მხარდაჭერით ახალგაზრდული კულტურის ცენტრი ცოცხალ შემოქმედებით სივრცედ აქცია. | ინგა კიბირია

ტექსტილის დიზაინერი ლელა ჩიხლაძე ტყიბულიდან და მსუბუქი ინდუსტრიის ტექნოლოგი მზია ლაშხი თბილისიდან გაერთიანდნენ, თანამედროვე სამკერვალო სახელოსნოსა და გამოფენების შესაქმნელად ფოთსა და ტყიბულში, ქალაქების პოსტინდუსტრიული იდენტობის წარმოსაჩენად. „ლიანდაგი”, სამკერვალო სახელოსნო პოზიციონირდა ეკომეგობრული მოდისა და დიზაინის მოყვარულთათვის. | ლელა ჩიხლაძე

ინდივიდუალური მობილობის პროექტმა „მი ზი ინანა“ წარმოაჩინა მულტიმედია არტისტის, მაკა კილაძისა და არქეოლოგ ზვიად შერაზადაშვილის ერთობლივი ნამუშევარი. თანამშრომლობა მიზნად ისახავდა თანამედროვე ცეკვის, ხელოვნებისა და პერფომანსის წარმოჩენასთან ერთად საქართველოს უძველესი ისტორიისა და კულტურისადმი ინტერესის გაღვივებას. | მაკა კილაძე

დევნილებით კომპაქტურად დასახლებულ სოფელ კახათში „სათემო განათლებისა და გაძლიერების ცენტრის“ ქანდაკებისა და კერამიკის კლუბის ხელმძღვანელი ნანა ჯაბუა და მოზაიკის სპეციალისტი ნანა მაქაცარია გაერთიანდნენ შემოქმედებით პროცესებში სკოლის მოსწავლეებისა და ახალგაზრდების ჩართულობისთვის. პროექტის ფარგლებში ადგილობრივების ხელოვნებისა და შემოქმედებისადმი ინტერესის გაღვივებას საფუძვლად გუნდის წევრების ცოდნა და გამოცდილება დაედო. | ნანა ჯაბუა

„ულევი ფესტის“ მუსიკალურ ღონისძიებათა სერია გაიმართა ნიკა გოგიაშვილის, მარიტა გოგიჩაიშვილისა და იო ლორიაშვილის გუნდის ორგანიზებით. პროექტმა ჩამოაყალიბა ინკლუზიური კულტურული პლატფორმა მარტყოფში. მაცხოვრებლებსა და ფესტივალის სტუმრებს შემოქმედებითი თვითგამოხატვისა და მჭიდრო სათემო კავშირების შექმნის საშუალება მიეცათ მრავალფეროვანი სახელოვნებო და მუსიკალური აქტივობის შედეგად. | ნიკა გოგიაშვილი

ნინო გოგიაშვილისა და ასმათ ხანგოშვილის მობილობის პროგრამამ შემოქმედებითი ინიციატივების მეშვეობით პანკისში ქისტების ეთნიკური უმცირესობა და ეთნიკური ქართველების დაახლოვებას შეუწყო ხელი. ეთნიკურად მრავალფეროვანი პანკისიდან ახალგაზრდების ჯგუფმა სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობებში ჩართვით საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალი და ახალი უნარები აღმოაჩინა. | ნინო გოგიაშვილი

კინოსახელოსნომ 14-17 წლის ბოლნისელი სკოლის მოსწავლეები ერთი თვით კინო სამყაროში ამოგზაურა. CinExpress-ის გუნდის წევრების - ლიკა გლურჯიძის, ალექსანდრე გაბელიას, გიორგი ჯავახიშვილისა და ნინო შველიძის ხელმძღვანელობით, პროექტმა რვა საინტერესო სესია გამართა ბოლნისელი ახალგაზრდებისთვის, რომელთაგან თითოეული ორ-სამ საათს გაგრძელდა და თანაბრად მოიცვა კინოს თეორია და პრაქტიკა. პროექტმა მონაწილეებს საშუალება მისცა ინდუსტრიის პროფესიონალებთან და ცნობილ პირებთან ჰქონოდათ პირდაპირი კომუნიკაცია, როგორიცაა რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე, კინო ოპერატორი გიორგი შველიძე, არტ დირექტორი ანიკო იაკობაშვილი, ფილოსოფოსი ავთანდილ ძამაშვილი. | ნინო შველიძე

პროექტმა „ულევი კერამიკა” მხატვრული გამოხატულებისა და საზოგადოების ჩართულობის ახალი ტალღა წარმოქმნა სოფელ მარტყოფში, ექვსი კერამიკული სახელოსნოსა და ილუსტრაციის ვორქშოფის ორგანიზებით. ადგილობრივ მოსახლეობას - ბავშვებს, მოზარდებსა და მოხუცებს, მიეცათ შესაძლებლობა შეეცნოთ შემოქმედებითი დარგები, შეიძინონ ახალი უნარები, განიცადონ შემოქმედების სიხარული და ისწავლონ ახალი ტექნიკა, როგორიცაა კერამიკა და ბეჭდვა. | თამარ ბაქრაძე

ზურაბ ცოფურაშვილისა და ჯუმბერ ფეიქრიშვილის შემოქმედებითმა რეზიდენციამ შუაფხოში ახალი შესაძლებლობები შესთავაზა ფშავის შორეულ მთიან თემს, სადაც ადგილობრივ საჯარო სკოლაში მხოლოდ 13 მოსწავლეა - ეს რიცხვი ყოველწლიურად მცირდება. პროექტმა ადგილობრივ მოსწავლეებს წარუდგინა ხელოვნებისა და შემოქმედების სფეროების, როგორც თვითგამოხატვისა და უნარების განვითარების პოტენციალი. | ზურაბ ცოფურაშვილი

„აქთუშეთიის“ რეზიდენციამ თუშური არქიტექტურის ვორქშოფით თუშური მატერიალური და არამატერიალური კულტურის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაში შეიტანა წვლილი. რეზიდენციის ფარგლებში ახალგაზრდა არქიტექტორები და ხელოვანები რეგიონის უნიკალური არქიტექტურული მემკვიდრეობისა და ტრადიციული სამშენებლო ტექნიკის კვლევაში ჩაერთნენ. | აქთუშეთიი

ჭიათურაში მცხოვრებმა მოყვარულმა ფოტოგრაფებმა „კულტურა და კონტაქტების“ პროექტის დახმარებით ახალი უნარები შეიძინეს ტექნიკური ფოროგრაფიისა და ამბების ვიზუალურად თხრობის მიმართულებით. ინიციატივამ ხელი შეუწყო მონაწილეების შემოქმედებით განვითარებას, შექმნა ნარატივები, რომლებიც ასახავს ქალაქის უნიკალურ გარემოს და შექმნა ერთიანობის განცდა ფოტოგრაფიის საშუალებით. პროექტი განახორციელა ორგანიზაციამ „კულტურა და კონტაქტები“. | კულტურა და კონტაქტები