თელავი

მუნიციპალიტეტში ფიზიკური ინფრასტრუქტურა აღინუსხა 2-თვიანი თეორიული და პრაქტიკული სამუშაოს შედეგად. ექსპერტებმა, შემუშავებული აღნუსხვის მეთოდოლოგიის სასწავლო კომპონენტთან ერთად, მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფს მენტორობა გაუწიეს აღნუსხვის პროცესში.

შეიქმნა შენობებისა და სივრცეების სია, ინფორმაციის მოსაგროვებლად სექტორთაშორისი თანამშრომლობით ჩატარდა კვლევა ობიექტების შესახებ , შესრულდა საველე და ფოტოგადაღების სამუშაოები, მოხდა მონაცემთა ანალიზი და აღრიცხვა ელექტრონულ რუკაზე, შედეგების წარმოდგენა.  

აგრარული ინსტიტუტი © თელავის მუნიციპალიტეტი

ფიზიკური ინფრასტრუქტურის აღნუსხვა

თელავის მუნიციპალიტეტში, აღნუსხული 20 ობიექტიდან 55% შეადგენს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ობიექტებს, ხოლო საგანმანათლებლო, კვლევითი დაწესებულებები და ადმინისტრაციული ნაგებობები თითოეული შეადგენს 15%-ს. Სატრანსპორტო ონფრასტრუქტურა და სტუმართმასპინძლობა წარმოადგენს 5-5%-ს.

ობიექტების 15% მოქმედია, 70% ნაწილობრივ გამოყენებული, 15% კი უფუნქციო. 

აღნუსხული ნაგებობების სრული სიიდან სტრუქტურულად მდგრადია 60%,  35%-ს მსუბუქი დაზიანება აღენიშნება, ხოლო 5% ძლიერ არის დაზიანებული. 

ობიექტების საკუთრების ფორმა ნაწილდება შემდეგნაირად: 5% კერძო მფლობელობა, ხოლო 95% მუნიციპალური საკუთრება.

აღნუსხულთა შორის გამორჩეული ობიექტებია: აკურის კულტურის სახლი, ვანთის კულტურის სახლი, წინანდლის ადმინისტრაციული ცენტრის შენობა, კისისხევის კულტურის სახლი, აგრარული ინსტიტუტი, იყალთოს კულტურის სახლი, შალაურის კულტურის სახლი, კულტურის სახლი თელავი, გულგულის კულტურის სახლი, რუისპირის კულტურის სახლი, წინანდლის კულტურის სახლი. 

გამოგვყევით