ჭიათურა

მუნიციპალიტეტში ფიზიკური ინფრასტრუქტურა აღინუსხა 2-თვიანი თეორიული და პრაქტიკული სამუშაოს შედეგად. ექსპერტებმა, შემუშავებული აღნუსხვის მეთოდოლოგიის სასწავლო კომპონენტთან ერთად, მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფს მენტორობა გაუწიეს აღნუსხვის პროცესში.

შეიქმნა შენობებისა და სივრცეების სია, ინფორმაციის მოსაგროვებლად სექტორთაშორისი თანამშრომლობით ჩატარდა კვლევა ობიექტების შესახებ , შესრულდა საველე და ფოტოგადაღების სამუშაოები, მოხდა მონაცემთა ანალიზი და აღრიცხვა ელექტრონულ რუკაზე, შედეგების წარმოდგენა.  

პიონერთა და მოსწავლეთა სასახლე © ჭიათურის მუნიციპალიტეტი

ფიზიკური ინფრასტრუქტურის აღნუსხვა

ჭიათურის მუნიციპალიტეტში, აღნუსხული 37 ობიექტიდან 24% შეადგენს სხვადასხვა დანიშნულების ობიექტებს, როგორიცაა ძველი ამბულატორიები და სამედიცინო დაწესებულებები, ასევე რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.  22% სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას უკავია, ინდუსტრიული და საწარმოო ინფრასტრუქტურა გვხვდება 14%-ით, ხოლო Საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებები 11%-ით. კულტურული დანიშნულების ობიექტები მოიცავს 11%-ს, ადმინისტრაციული ნაგებობები 8%-ს, სპორტული ინფრასტრუქტურა 5%-ს, სავაჭრო და სტუმართმასპინძლობის ობიექტები 3-3%-ს შეადგენს. 
ობიექტების 5% მოქმედია, 38% ნაწილობრივ გამოყენებული, 57% კი უფუნქციო. 

აღნუსხული ნაგებობების სრული სიიდან სტრუქტურულად მდგრადია 22%,  35%-ს მსუბუქი დაზიანება აღენიშნება, ხოლო 43% ძლიერ არის დაზიანებული. 

ობიექტების საკუთრების ფორმა ნაწილდება შემდეგნაირად: 48% კერძო მფლობელობა, 3% სახელმწიფო საკუთრება, 38% მუნიციპალური საკუთრება, ხოლო რეგისტრაციის გარეშეა 11%. 

აღნუსხულთა შორის გამორჩეული ობიექტებია: თემურ მაღრაძის სახელობის 27-ე სპორტული სკოლა,  ყოფილი ბანკის შენობა, 25-ის საბაგიროს ზედა სადგურის შენობა,  მშენებლობის ტრესტის შენობა, თხელიძე-მერკვილაძის ქუჩის დამაკავშირებელი საბაგირო, მუხაძე-ჭავჭავაძის ქუჩის დამაკავშირებელი საბაგირო, ჭავაჭავაძე-მუხაძის ქუჩის დამაკავშირებელი საბაგირო, პიონერთა და მოსწავლეთა სასახლე, გიკის ლაბორატორია, ავარიონის საბაგიროს ზედა სადგური.

გამოგვყევით