ჩხოროწყუ
მუნიციპალიტეტში ფიზიკური ინფრასტრუქტურა აღინუსხა 2-თვიანი თეორიული და პრაქტიკული სამუშაოს შედეგად. ექსპერტებმა, შემუშავებული აღნუსხვის მეთოდოლოგიის სასწავლო კომპონენტთან ერთად, მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფს მენტორობა გაუწიეს აღნუსხვის პროცესში.
შეიქმნა შენობებისა და სივრცეების სია, ინფორმაციის მოსაგროვებლად სექტორთაშორისი თანამშრომლობით ჩატარდა კვლევა ობიექტების შესახებ , შესრულდა საველე და ფოტოგადაღების სამუშაოები, მოხდა მონაცემთა ანალიზი და აღრიცხვა ელექტრონულ რუკაზე, შედეგების წარმოდგენა.

ფიზიკური ინფრასტრუქტურის აღნუსხვა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, აღნუსხული 18 ობიექტიდან 44% შეადგენს კულტურული დანიშნულების ობიექტებს, 38% ადმინისტრაციული დანიშნულების ნაგებობებს, სავაჭრო და ინდუსტრიული ინფრასტრუქტურა 6-6%-ით ნაწილდება, ხოლო საგანმანათლებლო ობიექტები 5%-ია.
ობიექტების 22% მოქმედია, 34% ნაწილობრივ გამოყენებული, 44% კი უფუნქციო.
აღნუსხული ნაგებობების სრული სიიდან სტრუქტურულად მდგრადი და მსუბუქი დაზიანება თანაბრად 33-33%-ით ნაწილდება, ხოლო ძლიერ დაზიანებულია 34%.
ობიექტების საკუთრების ფორმა ნაწილდება შემდეგნაირად: 33% კერძო მფლობელობა, 34% სახელმწიფო საკუთრება, 11% მუნიციპალური საკუთრება, ხოლო რეგისტრაციის გარეშეა 22%.
აღნუსხულთა შორის გამორჩეული ობიექტებია: ახუთის თემის ე.წ ძველი კოლმეურნეობის შენობა, ახუთის თემის კულტურის სახლი, ნაფიჩხოვოს თემში არსებული კლუბი, ნაფიჩხოვოს თემის ყოფილი საყოფაცხოვრებო შენობა, მუხურის თემის ყოფილი ე.წ. კოლმეურნეობის შენობა, მუხურის თემის ამბულატორიის ძველი შენობა, ლეწურწუმეს თემის ყოფილი კოლხოზის ე.წ. კანტორა, ლესიჭინეს თემის ძველი კლუბი, ჩხოროწყუს ძველი კინოთეატრი, ჩხოროწყუს კულტურის სახლი.