მცხეთა

მუნიციპალიტეტში ფიზიკური ინფრასტრუქტურა აღინუსხა 2-თვიანი თეორიული და პრაქტიკული სამუშაოს შედეგად. ექსპერტებმა, შემუშავებული აღნუსხვის მეთოდოლოგიის სასწავლო კომპონენტთან ერთად, მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფს მენტორობა გაუწიეს აღნუსხვის პროცესში.

შეიქმნა შენობებისა და სივრცეების სია, ინფორმაციის მოსაგროვებლად სექტორთაშორისი თანამშრომლობით ჩატარდა კვლევა ობიექტების შესახებ , შესრულდა საველე და ფოტოგადაღების სამუშაოები, მოხდა მონაცემთა ანალიზი და აღრიცხვა ელექტრონულ რუკაზე, შედეგების წარმოდგენა.  

საგურამოს კოსმოსური კვლევების ცენტრი © მცხეთის მუნიციპალიტეტი

ფიზიკური ინფრასტრუქტურის აღნუსხვა

მცხეთის მუნიციპალიტეტში, აღნუსხული 54 ობიექტიდან 26% შეადგენს ინდუსტრიული დანიშნულების ობიექტებს, 17% სტუმართმასპინძლობის ობიექტებს, საგანმანათლებლო და ადმინისტრაციული ნაგებობები შეადგენენ თითოეული 15%-ს.

Კულტურისა და შემოქმედების ობიქტები 9%, სავაჭრო ინფრასტრუტურა მოიცავს 5%-ს, მხოლოდ სატრანსპორტო და სპორტული ინფრასტრუქტურა თითოეული 2%-ს. 

ობიექტების 11% მოქმედია, 41% ნაწილობრივ გამოყენებული, 48% კი უფუნქციო. 

აღნუსხული ნაგებობების სრული სიიდან სტრუქტურულად მდგრადია 22%,  50%-ს მსუბუქი დაზიანება აღენიშნება, ხოლო 28% ძლიერ არის დაზიანებული. 

ობიექტების საკუთრების ფორმა ნაწილდება შემდეგნაირად: 43% კერძო მფლობელობა, 31% სახელმწიფო საკუთრება და 26% მუნიციპალური საკუთრება. 

აღნუსხულთა შორის გამორჩეული ობიექტებია: ცხვარიჭამიის კულტურის სახლი, ცხვარიჭამიის ტურისტული ბაზა ,,სიჭაბუკე", ცხვარიჭამიის ცეკავშირის დასასვენებელი სახლი ,,იალონი", საგურამოს კოსმოსური კვლევების ცენტრი, საგურამოს ყოფილი სამხედრო ბაზის სასადილო  და საცხოვრებელი კორპუსები, ქ. მცხეთის ხელოვნების სკოლა, ქ. მცხეთის ყოფილი რაიკომის შენობა, სოფ. ძალისის ყოფილი კულტურის სახლი, სოფ. ერედის კულტურის სახლი, სოფ. მუხრანის კულტურის სახლი, ქსნის კულტურის სახლი, ქ. მცხეთის ,,ტრიკოტაჟის" სამკერვალო ფაბრიკა.

გამოგვყევით