ოზურგეთი
მუნიციპალიტეტში ფიზიკური ინფრასტრუქტურა აღინუსხა 2-თვიანი თეორიული და პრაქტიკული სამუშაოს შედეგად. ექსპერტებმა, შემუშავებული აღნუსხვის მეთოდოლოგიის სასწავლო კომპონენტთან ერთად, მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფს მენტორობა გაუწიეს აღნუსხვის პროცესში.
შეიქმნა შენობებისა და სივრცეების სია, ინფორმაციის მოსაგროვებლად სექტორთაშორისი თანამშრომლობით ჩატარდა კვლევა ობიექტების შესახებ , შესრულდა საველე და ფოტოგადაღების სამუშაოები, მოხდა მონაცემთა ანალიზი და აღრიცხვა ელექტრონულ რუკაზე, შედეგების წარმოდგენა.

ფიზიკური ინფრასტრუქტურის აღნუსხვა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში აღინუსხა 38 ობიექტი. მათგან 28%-ს შეადგენს კულტურის და შემოქმედების ობიექტები, ინდუსტრიული და საწარმოო ინფრასტრუქტურა - 26%, საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულება - 16%, ადმინისტრაციული ობიექტები 13%, ხოლო სატრანსპორტო, სპორტული და სავაჭრო ინფრასტრუქტურა გვხვდება 3-3%-ით.
ობიექტების გამოყენება ნაწილდება შემდეგნაირად: მოქმედი 26%-ია, ნაწილობრივ გამოყენებული - 24%, ხოლო სრულად უფუნქციო - 50%.
აღნუსხული ნაგებობების სრული სიიდან სტრუქტურულად მდგრადია 55%, 13% -ს მსუბუქი დაზიანება აღენიშნება, ხოლო 24% ძლიერ არის დაზიანებული, რეაბილიტირებულია 5% და დანგრეულია 3%.
ობიექტების საკუთრების ფორმა ნაწილდება შემდეგნაირად: 50% კერძო მფლობელობა, 16% სახელმწიფო საკუთრება, 32% მუნიციპალური საკუთრება, ხოლო შერეული მფლობელობა 2%. აღნუსხული ობიექტების სრული უმრავლესობა რეგისტრირებულია.
მუნიციპალიტეტში მრავალ საინტერესო ობიექტს შორის გამორჩეულია: რუდოს ქარხანა, ჩაის ფაბრიკა N2, ძველი კინოთეატრი, აბრეშუმის ფაბრიკა, ანასეულის კვლევითი ინსტიტუტები, ლიხაურის კლუბი, მაკვანეთის კლუბი, ყოფილი კოლმეურნეობის შენობები ნატანებში და შრომაში, ნატანების ყოფილი საბავშო ბაღი, ყოფილი წისქვილკომბინატის ბეღელი, ჩოგბურთის კორტები.