ხაშური
მუნიციპალიტეტში ფიზიკური ინფრასტრუქტურა აღინუსხა 2-თვიანი თეორიული და პრაქტიკული სამუშაოს შედეგად. ექსპერტებმა, შემუშავებული აღნუსხვის მეთოდოლოგიის სასწავლო კომპონენტთან ერთად, მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფს მენტორობა გაუწიეს აღნუსხვის პროცესში.
შეიქმნა შენობებისა და სივრცეების სია, ინფორმაციის მოსაგროვებლად სექტორთაშორისი თანამშრომლობით ჩატარდა კვლევა ობიექტების შესახებ , შესრულდა საველე და ფოტოგადაღების სამუშაოები, მოხდა მონაცემთა ანალიზი და აღრიცხვა ელექტრონულ რუკაზე, შედეგების წარმოდგენა.

ფიზიკური ინფრასტრუქტურის აღნუსხვა
ხაშურის მუნიციპალიტეტში, აღნუსხული 23 ობიექტიდან 65% შეადგენს კულტურული დანიშნულების ობიექტებს, Საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებები გვხვდება 14%, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა 13%. Სტუმართმასპინძლობა და სხვა ტიპის, ძირითადად სამედიცინო დანიშნულების ობიექტები შეადგენს 4-4%-ს.
ობიექტების 59% მოქმედია, 14% ნაწილობრივ გამოყენებული, 27% კი უფუნქციო.
აღნუსხული ნაგებობების სრული სიიდან სტრუქტურულად მდგრადია 50%, 18%-ს მსუბუქი დაზიანება აღენიშნება, ხოლო 23% ძლიერ არის დაზიანებული, გვხვდება ასევე რეაბილიტირებული ობიექტები 9%-ით.
ობიექტების საკუთრების ფორმა ნაწილდება შემდეგნაირად: 14% კერძო მფლობელობა, 9% სახელმწიფო საკუთრება, ხოლო 77% მუნიციპალური საკუთრებაა.
აღნუსხულთა შორის გამორჩეული ობიექტებია: ღია ტიპის ამფითეატრი, კულტურის სახლის შენობა, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, შემოქმედებითი განვითარების ცენტრი, პირველი ელმავალი ამიერკავკასიაში, თოჯინების თეატრის შენობა, ქვიშხეთის კულტურის სახლი, დაბა სურამის კინოს შენობა, დაბა სურამის ყოფილი რკინიგზის სადგურის შენობა, ყოფილი ტრავმატოლოგიურის შენობა.