თეთრიწყარო
მუნიციპალიტეტში ფიზიკური ინფრასტრუქტურა აღინუსხა 2-თვიანი თეორიული და პრაქტიკული სამუშაოს შედეგად. ექსპერტებმა, შემუშავებული აღნუსხვის მეთოდოლოგიის სასწავლო კომპონენტთან ერთად, მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფს მენტორობა გაუწიეს აღნუსხვის პროცესში.
შეიქმნა შენობებისა და სივრცეების სია, ინფორმაციის მოსაგროვებლად სექტორთაშორისი თანამშრომლობით ჩატარდა კვლევა ობიექტების შესახებ , შესრულდა საველე და ფოტოგადაღების სამუშაოები, მოხდა მონაცემთა ანალიზი და აღრიცხვა ელექტრონულ რუკაზე, შედეგების წარმოდგენა.

ფიზიკური ინფრასტრუქტურის აღნუსხვა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, აღნუსხული 31 ობიექტიდან 29% შეადგენს ინდუსტრიულ და საწარმოო ობიექტებს, 16% კულტურისა და შემოქმედების ობიექტებს. ადმინისტრაციული და სტუმართმასპინძლობის დანიშნულების ობიექტები თითოეული მოიცავს 13%-ს. Საგანმანათლებლო დაწესებულებები 7%, ხოლო სავაჭრო ინფრასტრუქტურა წარმოადგენს 3%-ს.
ობიექტების 3% მოქმედია, 26% ნაწილობრივ გამოყენებული, 71% კი უფუნქციო.
აღნუსხული ნაგებობების სრული სიიდან სტრუქტურულად მდგრადია 6%, 52%-ს მსუბუქი დაზიანება აღენიშნება, ხოლო 42% ძლიერ არის დაზიანებული.
ობიექტების საკუთრების ფორმა ნაწილდება შემდეგნაირად: 13% კერძო მფლობელობა, 35% სახელმწიფო საკუთრება, 39% მუნიციპალური საკუთრება, ხოლო რეგისტრაციის გარეშეა 10%.
აღნუსხულთა შორის გამორჩეული ობიექტებია: ცივი ხიდის ყოფილი რესტორანი საპიკნიკე სივრცით, ყოფილი ბიბლიოთეკა (ბარათაშვილების სახლი), ყოფილი კინოთეატრის შენობა, ყოფილი ხორცის გადამამუშავებელი შენობა, ყოფილი მეურნეობის ადმინისტრაციული შენობა, უნივერმაღის ყოფილი შენობა, ყოფილი ქორწინების სახლი, ყოფილი კულტურის სახლი პატარა ირაგაში, არსენა ჯორჯიაშვილის ყოფილი მუზეუმი, ყოფილი აბანო პატარა ირაგაში.