წყალტუბო

მუნიციპალიტეტში ფიზიკური ინფრასტრუქტურა აღინუსხა 2-თვიანი თეორიული და პრაქტიკული სამუშაოს შედეგად. ექსპერტებმა, შემუშავებული აღნუსხვის მეთოდოლოგიის სასწავლო კომპონენტთან ერთად, მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფს მენტორობა გაუწიეს აღნუსხვის პროცესში.

შეიქმნა შენობებისა და სივრცეების სია, ინფორმაციის მოსაგროვებლად სექტორთაშორისი თანამშრომლობით ჩატარდა კვლევა ობიექტების შესახებ , შესრულდა საველე და ფოტოგადაღების სამუშაოები, მოხდა მონაცემთა ანალიზი და აღრიცხვა ელექტრონულ რუკაზე, შედეგების წარმოდგენა.  

სანატორიუმი „მეშახტე" © წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

ფიზიკური ინფრასტრუქტურის აღნუსხვა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, აღნუსხული 154 ობიექტიდან 19% შეადგენს 
სავაჭრო ინფრასტრუქტურას, 18% ინდუსტრიული და  საწარმოო დანიშნულების ობიექტებია და 17% Სტუმართმასპინძლობის დაწესებულებები. Სხვადასხვა და შერეული დანიშნულების ობიექტები მოიცავს 14%-ს, კულტურული დანიშნულების ობიექტები 12%-ს, ხოლო ადმინისტრაციული ნაგებობები 8%-ს. Საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულები შეადგენს 7%-ს, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა 3%-ს და სპორტული ინფრასტრუქტურა 2%. 

ობიექტების 3% მოქმედია, 15% ნაწილობრივ გამოყენებული, 82% კი უფუნქციო. 

აღნუსხული ნაგებობების სრული სიიდან სტრუქტურულად მდგრადია 25%, 23%-ს მსუბუქი დაზიანება აღენიშნება, ხოლო 54% ძლიერ არის დაზიანებული. 

ობიექტების საკუთრების ფორმა ნაწილდება შემდეგნაირად: 36% კერძო მფლობელობა, 17% სახელმწიფო საკუთრება, 41% მუნიციპალური საკუთრება, ხოლო რეგისტრაციის გარეშეა 6%. 

აღნუსხულთა შორის გამორჩეული ობიექტებია: ყოფილი საკრებულოს შენობა, სანატორიუმი "ფილიალი", სანატორიუმი "სავანე", სანატორიუმი "იმერეთი", სანატორიუმი"ივერია", სანატორიუმი "მეშახტე", ფოსტის შენობა #3, სანატორიუმი "მეტალურგი", სანატორიუმი "გელათი", ყოფილი რკინიგზის სადგური, სანატორიუმი. ოაზისი, N8 აბაზანა პარკში, სანატორიუმი „ცენტროსაიუზი“ (მედეა), სანატორიუმი „ჯორჯია“, სანატორიუმი "აია", გუმბრის უნივერმაღი, ცხუნყურის ადმინისტრაციული შენობა, ცხუნყურის ბაღის შენობა, მაღლაკის კულტურის სახლი, ოფშკვიტის კულტურის კლუბი.

გამოგვყევით