ზუგდიდი

მუნიციპალიტეტში ფიზიკური ინფრასტრუქტურა აღინუსხა 2-თვიანი თეორიული და პრაქტიკული სამუშაოს შედეგად. ექსპერტებმა, შემუშავებული აღნუსხვის მეთოდოლოგიის სასწავლო კომპონენტთან ერთად, მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფს მენტორობა გაუწიეს აღნუსხვის პროცესში.

შეიქმნა შენობებისა და სივრცეების სია, ინფორმაციის მოსაგროვებლად სექტორთაშორისი თანამშრომლობით ჩატარდა კვლევა ობიექტების შესახებ , შესრულდა საველე და ფოტოგადაღების სამუშაოები, მოხდა მონაცემთა ანალიზი და აღრიცხვა ელექტრონულ რუკაზე, შედეგების წარმოდგენა.  

კომბინატის სპორტ-კომპლექსის შენობა © ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ფიზიკური ინფრასტრუქტურის აღნუსხვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, აღნუსხული 23 ობიექტიდან 30% შეადგენს კულტურის და შემოქმედების დანიშნულების ობიექტებს, 22% ადმინისტრაციულ ნაგებობებს. საგანმანათლებლო დანიშნულების ობიექტები მოიცავს 13%. Სტუმართმასპინძლობა, სავაჭრო და სპორტული ინფრასტრუქტურა წარმოადგენს 9%-ს თითოეული. ინდუსტრიული ინფრასტრუქტურა 4%-ია.  

ობიექტების 13% მოქმედია, 35% ნაწილობრივ გამოყენებული, 52% კი უფუნქციო. 

აღნუსხული ნაგებობების სრული სიიდან სტრუქტურულად მდგრადია 65%,  22%-ს მსუბუქი დაზიანება აღენიშნება, ხოლო 13% ძლიერ არის დაზიანებული. 

ობიექტების საკუთრების ფორმა ნაწილდება შემდეგნაირად: 22% კერძო მფლობელობა, 30% სახელმწიფო საკუთრება, 48% მუნიციპალური საკუთრება. 

აღნუსხულთა შორის გამორჩეული ობიექტებია: კულტურის სახლის შენობა ჭკადუაშში, საბჭოს შენობა ანაკლიაში, კოლმეურნეობის შენობა ჯუმში, კულტურის სახლის შენობა ჯიხაშკარში, კულტურის სახლის შენობა ნარაზენში, სარეაბილიტაციო ცენტრი კომბინატში, სპორტკომპლექსის შენობა კომბინატში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის შენობა, ენგურქაღალდკომბინატის ადმინისტრაციული შენობა. 

გამოგვყევით