გერმანული ენის მასწავლებლის დღე 2021

Logo Deutschlehrer*innentag 2021 im Südkaukasus © Goethe-Institut

29.-31.10.2021

ბოლო პერიოდში ვირტუალური და პირისპირ სწავლა-სწავლების ფორმატის ხშირმა ცვლამ პედაგოგები ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. ისინი, ერთი მხრივ, მრავალი პრობლემის წინაშე დადგნენ, მეორე მხრივ კი ციფრულ სამყაროში ორიენტირების გზების სწრაფად პოვნა შეძლეს. ციფრულ სწავლა-სწავლებას და მასთან დაკავშირებულ ფასეულ ღირებულებებს ეძღვნება ჩვენი ღონისძიება „გერმანული ენის მასწავლებლების დღე 2021 სამხრეთ კავკასიაში - "საუკეთესო ორ სივრცეს შორის”, რომელიც 2021 წლის 29 ოქტომბერს გაიმართება. მომდევნო დღეებში კი გერმანული ენის მასწავლებლის ეროვნული დღეები ჩატარდება საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

სწავლა-სწავლება დღეს - იმპულსები


პანდემიამ სწავლა-სწავლების სამყარო ძირფესვიანად შეცვალა. საგანმანათლებლო სფერო მოულოდნელად დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, სკოლები და უნივერსიტეტები დაიკეტა და  საგაკვეთილო პროცესი ელვისებური გაციფრულების წნეხის ქვეშ მოექცა.  იგრძნობოდა მომავლის მიმართ გაურკვევლობის განცდა. არ ვიცოდით, როგორ გაგრძელდებოდა სასწავლო პროცესი და როგორ აისახებოდა ეს მოსწავლეთა და სტუდენტთა ქცევაზე. ამავე დროს, სკოლებისა და უნივერსიტეტბის გახსნასთან ერთად მოწმენი გავხდით, როგორი ენთუზიაზმით, ახალი ძალითა და კრეატიული პოტენციალით შევხვდით საგანმანათლებლო სივრცეების ხელახლა გახსნას. აშკარაა, რომ ამ ნეგატიურმა პერიოდმა ძვირფასი უნარ-ჩვევებიც შეგვძინა, რომლებმაც ციფრული სწავლების გაძლიერებას შეუწყო ხელი.

პანდემიამ მრავალი უკიდურესობა მოიტანა. დღევანდელობა ძალიან წააგავს ქანქარას რხევას. ის არის მივეჩვევით ხოლმე ერთ მდგომარეობას, რომ ყველაფერი საწინააღმდეგო მიმართულებით იცვლება. საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს ორ სამყაროს შორის ცხოვრება გვიწევს.

უკიდურესობებსა და  მათგან მიღებულ გამოცდილებებს შორის მუდმივი ცვალებადობა გარკვეული იმპულსების საწყისიცაა. ეს იმპულსები ჩვენს კრეატიულობას და სიახლეებისადმი გახსნილობას უწყობს ხელს. ისინი გვეხმარებიან არსებულ სიტუაციასთან გამკლავების გზების პოვნაში და დამატებითი უნარ-ჩვევების შეძენაში, რაც ჩვენს ყოველდღიურ საგაკვეთილო პროცესში მეტ თავდაჯერებულობას გვმატებს. ეს არის იმპულსები, რომლებიც ორი განსხვავებული სამყაროს შერწყმისას იბადება.

გერმანული ენის მასწავლებლის დღე 2021 გამიზნულია საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში დასაქმებული მასწავლებლებისთვის. სიამოვნებით გიწვევთ 2021 წლის 29 ოქტომბერს, პირველ დღეს, ონლაინ ღონისძიებაზე, სადაც მიიღებთ ინფორმაციას გერმანული ენის სწავლებაში არსებული სიახლეების შესახებ. მეორე დღეს კი  შეძლებთ ახალი შთაბეჭდილებები და იმპულსები უკვე დასწრებული ფორმატის ღონისძიებებზე მიიღოთ.

რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ აქ!

აქტუალური ინფორმაცია




პარტნიორები


Logos PartnerLogos Partner © © Goethe-Institut Logos Partner © Goethe-Institut

კონტაქტი

ანა მშვილდაძე | გოეთეს ინსტიტუტი
Ana.Mshvildadze@goethe.de

პარტნიორები


Logos Partner © © Goethe-Institut Logos Partner © Goethe-Institut