17/11/2024წ. გერმანული ენის მასწავლებლის დღის ფარგლებში ჩატარდება საქართველოს გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაციის წევრთა კრება . ამავე დღეს არჩეულ იქნება ასოციაციის ახალი მმართველობა.
არჩევნების ჩასატარებლად ამჟამად მოქმედი მმართველობა 30/09/2024წ-მდე აირჩევს ხუთი პირისგან შემდგარ საარჩევნო კომისიას. პირები, რომელთა კანდიდატურებიც იქნება დაყენებული, საარჩევნო კომისიის წევრებად ვერ აირჩევიან. საარჩევნო კომისია შეამოწმებს კანდიდატებს (20/10/2024წ-მდე), წერილობით გადმოსცემს თავის შეფასებას და ამ ინფორმაციას ამჟამად მოქმედ მმართველობას ელ. ფოსტით გადაუგზავნის მისამართზე:
ana.bakuradze@iliauni.edu.ge
არჩევა შემდეგი თანმიმდევრობით მოხდება:
- პრეზიდენტი
- ვიცე-პრეზიდენტი
- გენერალური მდივანი
- ხაზინადარი/ფინანსური მენეჯერი
- ვებგვერდის ადმინისტრატორი/საქმის მწარმოებელი
- საბჭოს ბიუროს ორი წევრი
თითო კანდიდატურის დაყენება მინიმუმ თითო პოზიციაზე ხდება, შესაძლებელია რამდენიმე პოზიციაზეც.
არჩეულ იქნება ის კანდიდატი, რომელიც შესაბამის პოზიციაზე მიცემულ ხმათა უმრავლესობას დააგროვებს. თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოიპოვებს ხმათა უმრავლესობას, ჩატარდება განმეორებითი ტური, რომელზეც გადამწყვეტი იქნება ხმათა ფარდობითი უმრავლესობა.
არჩევნების დღეს 17/11/2024წ. ჩატარდება დასწრებული კენჭისყრა. მონაწილეებს შედეგების გაგება იმავე დღეს შეეძლებათ.
Kontakt
ana.bakuradze@iliauni.edu.ge