გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადა 2020

IDO 2020 Werbebanner © Goethe-Institut

თანაინიციატორი და მხარდამჭრი

 

Der Internationale Deutschlehrerinnen- und Deutschlehrerverband

2020 წლის გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადის სლოგანია „იყავი მონაწილე!“. მილიონობით მოსწავლეს მსოფლიოს მასშტაბით შესაძლებლობა აქვს, გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მოსახვედრად იბრძოლოს. 
ეს ოლიმპიადა მსოფლიოში გერმანული ენის ყველაზე დიდი კონკურსია. ორ წელიწადში ერთხელ 75 ქვეყნის 150 მოსწავლე ერთმანეთს გერმანული ენის ცოდნაში ეჯიბრება. ბერლინისა და ფრაიბურგის შემდეგ მას დრეზდენი უმასპინძლებს.
 

ეროვნული ოლიმპიადების გამარჯვებულები დრეზდენში საუკეთესოს ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. კონკურსი სამ დონეზე გაიმართება. გამარჯვებულებთან ერთად ოლიმპიადას გერმანული ენის მასწავლებლებიც დაესწრებიან, რომელბსაც საშუალება მიეცემათ ახალგაზრდების აღზრდა-განათლების საკითხებზე იმსჯელონ და შეძენილი გამოცდილებები საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში გამოიყენონ.
 
გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში გერმანული ენისადმი ინტერესისა და ტოლერანტობის გაღრმავებას, მათთვის გერმანული კულტურული მრავალფეროვნებისა და სამოქალაქო საზოგადოების გაცნობას.
 
ოლიმპიადის ფინალი 2020 წლის 26 ივლისიდან 8 აგვისტომდე გერმანიაში, ქალაქ დრეზდენში გაიმართება.
 
 ორგანიზატორები არიან გოეთეს ინსტიტუტი და გერმანული ენის მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია (IDV).
 
ოლიმპიადა, ერთი მხრივ, გერმანული ენისადმი სიყვარულით და ოლიმპიური განწყობით აღავსებს აქტიურ და მოტივირებულ ახალგაზრდა მოსწავლეებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მეორე მხრივ, კი ხელს უწყობს ურთიერთპატივისცემისა და ტოლერანტობის გაძლიერებას ერთმანეთის მიმართ, ამავე დროს გერმანიის როგორც კოსმოპოლიტური ქვეყნის იმიჯის გავრცელებას.  დრეზდენის ფინალი მრავალეფეროვან პროგრამას მოციცავს. დაგეგმილია შეხვედრები სკოლებში, საწარმოებში, ხელოვანებთან და სამოქალაქო პირებთან.

კითხვები და პასუხები - ოლიმპიადა 2020

გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადა (IDO) 2020