მონაწილეობის პირობები
გათამაშება
11.11.2023
1. გათამაშება
საქართველოს, ყაზახეთის, რუსეთის და უზბეკეთის გოეთეს ინსტიტუტები ატარებენ გათამაშებას „Bildungs-Pingpong“.
მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ და მონაწილეთათვის უფასოა (მონაწილის ინტერნეტკავშირის გადასახადის გარდა).
ონლაინ გათამაშება ჩატარდება 11.11.2023წ. „ზუმის“ საშუალებით 12:00-13:30სთ. გათამაშების ხანგრძლივობა ღონისძიების ხანგრძლივობით შემოიფარგლება. წინამდებარე მონაწილეობის პირობებში მითითებული დროები გულისხმობს ცენტრალური ევროპის ადგილობრივ დროს (ცენტრალური ევროპის დრო, „ცედ“).
2. მონაწილეობა
მონაწილეობის მიღებით მონაწილე ეთანხმება მონაწილეობის წინამდებარე პირობებს.
მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს. 18 წლამდე მონაწილეების შემთხვევაში, საჭიროა მათი მშობლების/აღზრდაზე უფლებამოსილი პირების თანხმობა.
გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებს ის, ვინც გათამაშების მსვლელობისას, გოეთეს ინსტიტუტის პირობების თანახმად, „ზუმში“ Q&A-სესიაზე ერთ ან რამდენიმე შეკითხვას გააგზავნის.
გათამაშებაში მონაწილეობა და წარმატების შანსი არ არის დამოკიდებული რაიმე საქონლის შეძენასა თუ მომსახურებით სარგებლობაზე.
3. ჩატარება
გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად, საჭიროა ღონისძიების მსვლელობისას „ზუმში“ Q&A-სესიაზე გერმანულ, ქართულ, რუსულ ან უზბეკურ ენაზე შეკითხვების გაგზავნა.
თითოეულ მონაწილეს შეუძლია განუსაზღვრელი რაოდენობის შეკითხვა გააგზავნოს. შეკითხვები გაგზავნა შესაძლებელია „ზუმის“ მეშვეობით გათამაშების პროცესში 11.11.2023წ. 12:00-დან 13:30სთ-მდე.
ღონისძიების მსვლელობისას შემოსული შეკითხვებიდან გამარჯვებული შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდება და მისი ვინაობა ღონისძიების დასასრულს გამოცხადდება. რაც შეეხება მონაგებს, ეს გახლავთ სტიპენდია ყაზახეთის გოეთეს ინსტიტუტში დასწრებული ან დაუსწრებელი ფორმატის გერმანული ენის კურსისთვის 15.01.2024-დან 31.12. 2024-მდე. მონაგები ნაღდი ფულის სახით არ გაიცემა.
გამარჯვებულს გოეთეს ინსტიტუტისგან პირადი შეტყობინება სამი სამუშაო დღის განმავლობაში მიუვა რეგისტრაციისას მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე. მონაწილეები, რომლებიც არ შეირჩევიან, შეტყობინებას არ მიიღებენ.
4. საავტორო და პირადი არაქონებრივი უფლებები
მონაწილეები გოეთეს ინსტიტუტს გადასცემენ კონკურსში მონაწილეობის მიზნით მათ მიერ გაგზავნილი შეკითხვა(ებ)ის გამოყენების უფლებას ნებისმიერი ცნობილი თუ უცნობი ფორმით. აღნიშნული უფლება არ არის შეზღუდული დროითა და სივრცით, შინაარსობრივად გათამაშებით შემოიფარგლება და პირველყოვლისა გულისხმობს ინტერნეტში ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, გამოყენებას YouTube-ზე და საჯარო ჩვენების უფლებას. შესაძლებელია აგრეთვე ვიდეოს სახით YouTube-ზე ხელახალი დემონსტრირება. გამოყენების უფლების გადაცემა უსასყიდლოდ ხდება. გოეთეს ინსტიტუტი უფლებამოსილია, ხსენებული უფლებები გადასცეს მესამე პირებს.
მონაწილეები ირწმუნებიან, რომ მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე მესამე პირებს არ გააჩნიათ უფლებები, კერძოდ, საავტორო უფლებები, მომიჯნავე უფლებები თუ პირადი არაქონებრივი უფლებები, და რომ მათ თავისუფლად შეუძლიათ განკარგონ ისინი. მონაწილეები ათავისუფლებენ გოეთეს ინსტიტუტს მესამე პირთა პრეტენზიებისგან, რომლებიც შეიძლება წაყენებულ იქნას იმის საფუძველზე, რომ ზემოხსენებული გარანტია სიმართლეს არ შეესაბამება.
გოეთეს ინსტიტუტი უფლებამოსილია, მაგრამ არა ვალდებული, გამოიყენოს მონაწილეთა მიერ დასმული შეკითხვები. ვებგვერდსა თუ YouTube-ზე, აგრეთვე სოციალურ ქსელებში შეკითხვების ამა თუ იმ ფორმით გამოყენებისას, გოეთეს ინსტიტუტი მონაწილეების ვინაობას არ დაასახელებს.
5. პასუხისმგებლობა
მონაწილეთა მიერ მიწოდებული მონაცემების დაკარგვაზე ან არასრულობაზე გოეთეს ინსტიტუტი პასუხისმგებლობას არ კისრულობს, თუ დაკარგვა ან არასრულობა გამოწვეული არ არის გოეთეს ინსტიტუტის ან მისი თანამშრომლების განზრახი ქცევით ან უხეში დაუდევრობით. აღნიშნული ვრცელდება აგრეთვე მონაცემთა გადაცემისას დაშვებული ტექნიკური შეცდომების და/ან არაავტორიზებული წვდომის შედეგად მესამე პირთა მიერ ინფორმაციის გასაჯაროებაზე.
მე-5 პუნქტის შესაბამისად კანონით განსაზღვრული მოთხოვნის წარმოშობის სხვა წინაპირობების მიუხედავად, მომდევნო შემთხვევებში ზარალის ანაზღაურებაზე გოეთეს ინსტიტუტის პასუხისმგებლობაზე ვრცელდება პასუხისმგებლობის გამორიცხვა ან შეზღუდვა
გოეთეს ინსტიტუტი შეუზღუდავად აგებს პასუხს, თუ ზიანი განზრახი ქმედების ან უხეში დაუდევრობის შედეგია.
გოეთეს ინსტიტუტი პასუხს აგებს აგრეთვე იმ არსებითი ვალდებულებების მსუბუქი დაუდევრობით გამოწვეული დარღვევის გამო, რომელთა დარღვევაც საფრთხეს უქმნის ხელშეკრულების მიზნების მიღწევას, ან იმ ვალდებულებების დარღვევის გამო, რომელთა შესრულება გათამაშების ჯეროვნად ჩატარების აუცილებელი წინაპირობაა და რომლის შესრულებასაც მონაწილეების იმედოვნებენ. თუმცა, ამ შემთხვევაში გოეთეს ინსტიტუტი პასუხს აგებს მხოლოდ განჭვრეტად, ხელშეკრულებისთვის ტიპურ ზიანზე. გოეთეს ინსტიტუტი პასუხს არ აგებს მსუბუქი დაუდევრობით გამოწვეულ დარღვევაზე, რომელიც განსხვავდება ზედა წინადადებებში ხსენებული ვალდებულებების დარღვევისგან.
ზემოთ მითითებული პასუხისმგებლობის შეზღუდვები არ მოქმედებს სიცოცხლის, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანების, ამა თუ იმ პროდუქტის ხარისხზე გარანტიის აღების შემდეგ წუნის აღმოჩენის და წუნის განზრახ დაფარვის შემთხვევაში. პროდუქტზე პასუხისმგებლობის მარეგულირებელი კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ხელუხლებელი რჩება.
გოეთეს ინსტიტუტის პასუხისმგებლობის გამორიცხვის ან შეზღუდვის შემთხვევაში, აღნიშნული გავრცელდება გოეთეს ინსტიტუტის დასაქმებულების, წარმომადგენლების და მისი დავალებით მოქმედ პირთა პირად პასუხისმგებლობაზეც.
6. მონაცემთა დაცვა
კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობის სანაცვლოდ მონაწილე ნებას რთავს გოეთეს ინსტიტუტს, დაამუშაოს კონკურსის ჩასატარებლად მითითებული პერსონალური მონაცემები, თუ ეს საჭიროა კონკურსის ჩასატარებლად და/ან მე-4 პუნქტის შესაბამისად გამოყენების უფლებით სარგებლობისთვის. პერსონალური მონაცემებია სახელი, გვარი, საკონტაქტო მონაცემები და ფოტო, აგრეთვე, სხვა პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც მონაწილე თავად გასცემს.
მონაწილეს ნებისმიერ დროს შეუძლია უარი განაცხადოს კონკურსში მონაწილეობაზე და/ან წაშალოს ან დაბლოკოს მის მიერ „ტელეგრამზე“ გამოქვეყნებული მონაცემები. გოეთეს ინსტიტუტის მიერ მონაცემების შემდგომი დამუშავების აღსაკვეთად, საჭიროა გოეთეს ინსტიტუტისთვის თანხმობის უკან გახმობის გამოცხადება (იხ. მონაცემთა დაცვის შესახებ ზოგადი რეგლამენტის (DSGVO) მე-13 მუხლის შესაბამისი ინფორმაცია დანართში).
გოეთეს ინსტიტუტი დაიცავს მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით განსაზღვრულ დებულებების.
ორგანიზატორი მონაწილეებისგან კრებს მომდევნო მონაცემებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ გათამაშება „Quest:Karriere"-ის ორგანიზების, გამართვისა და ჩატარებისთვის არის განკუთვნილი: პროფილის სახელი. მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველია მონაცემთა დაცვის შესახებ ზოგადი რეგლამენტის (DSGVO) მუხლი 6 (1) ბ).
მონაცემები არ გამოიყენება კონკურსის მიღმა და არც სხვა მიზნით გადაეცემა მესამე პირებს.
გოეთეს ინსტიტუტი მონაწილეთა პერსონალურ მონაცემებს იმდენ ხანს შეინახავს, რამდენიც ეს გათამაშების ჩასატარებლად იქნება საჭირო. გათამაშების დასრულებისთანავე მონაწილეთა ყველა პერსონალური მონაცემი დაუყოვნებლივ წაიშლება.
კონკურსზე დაშვება
გოეთეს ინსტიტუტის თანამშრომლები, აგრეთვე მათი ოჯახის წევრები კონკურსზე არ დაიშვებიან.
არ დაიშვებიან პირები, რომლებიც (i) პერსონალურ მონაცემებზე ცრუ ინფორმაციას გასცემენ, (ii) წარმოადგენენ კანონსაწინააღმდეგო ან ისეთი შინაარსის ინფორმაციას, რომელიც წინამდებარე მონაწილეობის პირობებს ეწინააღმდეგება ან (iii) არ დაიცავენ წინამდებარე მონაწილეობის პირობების მოთხოვნებს ან (iv) მიმართავენ მანიპულაციებს ან სხვაგვარად ბოროტად გამოიყენებენ გათამაშებისთვის შექმნილ ელექტრომოწყობილობას.
კონკურსის ვადამდელი დასრულება
გოეთეს ინსტიტუტი აცხადებს, რომ გათამაშების ხელმისაწვდომობა და ფუნქციონირება ვერ იქნება გარანტირებულია. გარე პირობებმა და გარემოებებმა შეიძლება გამოიწვიოს გათამაშების დასრულება ან წაშლა და ამ შემთხვევაში მონაწილე პრეტენზიებს ვერ წაუყენებს გოეთეს ინსტიტუტს. ეს შეიძლება იყოს ორგანიზატორული ან ტექნიკური პრობლემები (მაგ.: ვირუსები კომპიუტერულ სისტემაში, მანიპულაციები ან შეცდომა აპარატულ და/ან პროგრამულ უზრუნველყოფაში) პლატფორმა „ტელეგრამის“ მიერ გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება ან წესების შეცვლა.
გოეთეს ინსტიტუტი უფლებამოსილია, ნებისმიერ მომენტში, წინასწარი გაფრთხილების გარეშე და მიზეზების დაუსახელებლად ვადამდე დაასრულოს კონკურსი.
დასკვნითი დებულებები
გამარჯვებულის გამოვლენის პროცესის და მის შედეგების სასამართლო წესით გასაჩივრება არ ხდება.
კონკურსის ჩატარება და კონკურსში მონაწილე პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართლით, მიუხედავად იმისა, თუ რა ადგილიდან მონაწილეობენ მონაწილეები. მომხმარებლების მიმართ აღნიშნული სამართლის არჩევანი მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი შეინარჩუნებენ იმ სახელმწიფოს მომხმარებელთა დაცვის შესახებ იმპერატიული ნორმებით გარანტირებულ დაცვას, რომლის რეზიდენტებიც ისინი არიან.
წინამდებარე მონაწილეობის პირობების ცალკეული დებულებების ბათილობა ან განუხორციელებადობა არ გამოიწვევს დანარჩენი დებულებების ბათილობას.
მონაწილეობის პირობები ხელმისაწვდომია გერმანულ, ქართულ, რუსულ, უკრაინულ ან უზბეკურ ენაზე.
დანართი:
მონაცემთა დაცვის შესახებ ზოგადი რეგლამენტის (DSGVO) მე-13 მუხლის შესაბამისი ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დასამუშავებლად.
პასუხისმგებელი პირი: რეგისტრირებული კავშირი გოეთეს ინსტიტუტი, Goethe-Institut e.V., ოსკარ-ფონ-მილერ-რინგ 18, 80333 მიუნხენი; მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილ პირთან კონტაქტი : მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი (მისამართი იხ. ზემოთ), ელ. ფოსტა: datenschutz@goethe.de __________________
ჩვენ ვამუშავებთ თქვენ მიერ მოწოდებულ პერსონალურ მონაცემებს, როგორიცაა პროფილის სახელი და საკონტაქტო მონაცემები (ძირითადი მონაცემები), კონკურსში მონაწილეობის მიღების შესახებ ხელშეკრულების შესრულების და ჩვენთვის გადმოცემული გამოყენების უფლებებით სარგებლობის მიზნით. სამართლებრივი საფუძველს წარმოადგენს მონაცემთა დაცვის შესახებ ზოგადი რეგლამენტის (DSGVO) მუხლი 6, აბზ. 1, „ბ“.
აღნიშნული მონაცემების მოწოდების გარეშე კონკურსში მონაწილეობა შეუძლებელია.
ჩვენი კანონიერი ინტერესების დასაცავად, ხსენებულ მონაცემებს ხელშეკრულების გაფორმების და კანონით გათვალისწინებული შენახვის ვალდებულების ვადის გასვლის შემდეგაც ვამუშავებთ. კანონიერი ინტერესების დაცვა გულისხმობს მოთხოვნის უფლების რეალიზებას, სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე დავებისას მოთხოვნებისგან დაცვას, აგრეთვე ჩვენი უფლებების დამტკიცებას მესამე პირებთან სამართლებრივი დავებისას, განსაკუთრებით უფლებების დარღვევისას დევნისას. საჭიროების შემთხვევაში მონაცემებს გავუმჟღავნებთ იურიდიულ კონსულტანტებს, მესამე პირებს, რომლის მიმართაც მოთხოვნებს ვაყენებთ ან რომლებიც ჩვენ გვიყენებენ მოთხოვნებს, აგრეთვე სახელისუფლო ორგანოებსა და სასამართლოებს. სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს მონაცემთა დაცვის შესახებ ზოგადი რეგლამენტის (DSGVO) მუხლი 6, „ვ“.
თქვენს მონაცემებს იქამდე შევინახავთ, სანამ ზემოხსენებულიდან რომელიმე მიზნით იქნება საჭირო.
თქვენ გაქვთ მომდვენო უფლებები: ჩვენ მიერ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებზე ინფორმაციის მიღების უფლება, არასწორი მონაცემების შესწორების უფლება, უსარგებლო მონაცემების წაშლის უფლება, შესაბამისად ამგვარი მონაცემების დამუშავების შეზღუდვის უფლება და მონაცემების გადაცემის უფლება. მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის დარღვევის შემთხვევაში, უფლება გაქვთ იჩივლოთ სამეთვალყურეო ორგანოში.
გაპროტესტების უფლება: ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გააპროტესტოთ პირდაპირი რეკლამირების მიზნით თქვენი მონაცემების დამუშავება. თქვენი განსაკუთრებული სიტუაციიდან გამომდინარე მიზეზით, კანონიერი ინტერესების დასაცავად ნებისმიერ დროს შეგძლიათ გააპროტესტოთ თქვენი მონაცემების დამუშავება.
მონაცემთა დაცვის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხ. გოეთეს ინსტიტუტის ვებგვერდზე: https://www.goethe.de/de/dat.html
Gewinnspiel
Hast du Lust, einen Online-Deutschkurs am Goethe-Institut zu gewinnen? Dann mach beim Bildungs-Pingpong mit und stelle Deine Frage während der Q&A-Session im Zoom. Die Gewinner-Frage wird nach dem Zufallsprinzip ausgewählt, und der Autor erhält die Möglichkeit, einen Online-Sprachkurs des Goethe-Instituts in Kasachstan zu belegen. Die genauen Teilnahmebedingungen findest Du auf dieser Seite.
Das Projekt wird gefördert durch das Auswärtige Amt.